თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის დაწყების წინ 4 ამერიკელი და 1 ხორვატი ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ“ სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

ირაკლი ხოშტარიას გუნდი ფიბა-ს 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის ემზადება.

დინამოელები პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში სალონიკის "არისის“ წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს ჩემპიონში ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ლევან გრძელიძე და მიხეილ ბერიშვილი დარჩნენ. ბერიშვილი გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაეხმარება.

"დინამოს“ დაემატნენ მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა „ოლიმპიდან“ და მერაბ მირზიაშვილი „არენადან“, აგრეთვე თბილისის "დინამოს“ სკოლის აღზრდილები გიორგი ბიგანაშვილი და ვოვა
თავაქარაშვილი.

გუნდს დაემატნენ ლეგიონერები: რეჯერ დოუელი, ჯორდან ტედი სვოპშირი, ჯალენ ერლ მაკ გაუგი, ლამონტ ანტუან მაკი აშშ-დან და ასევე ხორვატი დომაგოჟ ბუბალო.

მომზადებული თბილისის "დინამოს" ფეისბუქის გვერდის მიხედვით

altთბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "არისს" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ რომ შველოდეთ!! მწვრთნელი და საქმის მცოდნე სჭირდებათ პირველ რიგში
emba
10:03 18-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული