მაკა კუპატაძე და მერაბ რატიშვილი ფიბას-ს ორგანიზებული ტურნირის მატჩს ერთად მოემსახურებიან

AutoSharing Option
ფიბა-მ 2018 წლის ბოლომდე მის მიერ ორგანიზებული ტურნირების მატჩების მომსახურე მსაჯები და კომისრები დანიშნა. როგორც ბოლო პერიოდში, ახლაც საკმაოდ დატვირთულია ქართველი არბიტრი მაკა კუპატაძე და ერთადერთი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მატჩში კუპატაძეს და რატიშვილს ერთად მოუწევთ მუშაობა.

ეს გახლავთ ქალთა ევროპის თასის შეხვედრა ბელორუსულ "ცმოკისა" და რუსულ "ინვენტას" შორის, რომელიც 13 დეკემბერს ქალაქ მინსკში გაიმართება. ამ მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება, ხოლო არბიტრი – მაკა კუპატაძე.

29 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, მაკა კუპატაძე
3 მატჩს მოემსახურება, მერაბ რატიშვილი კი - 2-ს.


altფიბამ კუპატაძე ქალთა ევროპის თასზე, რატიშვილი – VTB ლიგაზე გაანაწილა


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული