პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში - ქართველი გოგონა აშშ-ში ითამაშებს

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერა. 18 წლის ნატალია ოთხმეზური არის პირველი გოგო ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელმაც სრული სტიპენდია მოიპოვა და თამაშს აშშ-ში, ვაიომინგის შტატში განაგრძობს.

ნატალია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ერთი თვის წინ მოვიდა. ნიჭიერი კალათბურთელი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა კოლეჯთან. საბოლოოდ შეირჩა კასპერის კოლეჯი, რომელიც ძლიერი ქალთა კალათბურთის პროგრამით გამოირჩევა.

ახალ კოლეჯში სწავლას ნატალია აგვისტოდან დაიწყებს.

ნატალია ოთხმეზური:"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება მსგავსი ფაქტი. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო
და ვასახელო ჩემი ოჯახი და საქართველო. მადლობას ვუხდი ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას გვერდში დგომისთვის".

გიორგი ალავიძე (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დირექტორი):"ჩვენი აკადემია ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში ხელი შუწყოს".

ლაშა ფარღალავა (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის სპორტული დირექტორი):"აკადემიაში მოსვლის დღიდან ნატალიას ნიჭი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. მის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და შევუქმენით ყველანაირი პირობა, რომ სრულყოფილად ივარჯიშოს".

მომზადებულია Zaza Pachulia Basketball Academy-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ურიგო არ იქნება მთელი საქართველოს მაშტაბით შეირჩეს მაღალტანიანი ბავშვები ამ აკადემიისათვის მიეცით ტელეფონის ნომერი და ხალხიც იაქტიურებს მით უფრო ეხლა კალათბურთი აღმავლობის გზაზეა
emigranti
07 დეკემბერი 2018 13:16
0
დიდება საქართველოს საამაყო შვილს ზაზა ფაჩულიას და დიდი მადლობა აკადემიის მესვეურთ....ურიგო არ იქნებოდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში მაცხოვრებელ ბავშვებსაც შევთავაზოთ ამ აკადემიაში სწავლა..სამკურნალოდ თუ მოდიან ესეც ხომ შეიძლება?
ემიგრანტი
07 დეკემბერი 2018 13:01
2
ეს გოგო ამერიკაში ადრეც წაიყვანეს. ფედერაციამ თუ საელჩომ ეწერა ადრეც
...
07 დეკემბერი 2018 10:43
0
ეს რა, ზაზა ფაჩულიას აკადემიის რეკლამაა? ნატალია ოთხმეზური ჯერ 16 წლამდელთა, შემდეგ 18 წლამდელთა საქართველოს გოგონათა ნაკრების ლიდერია. 2017 წელს აშშ-ში იყო სპეციალური პროგრამით. უკვე ერთი წელია ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „ჰრადეც კრალოვე სოკოლში“ თამაშობს. მას რამდენიმე ვარიანტი ქონდა ევროპაში. გადაწყდა, მაინც ჯობდა ქართული კლუბიდან გადასულიყო აშშ-ში და ამიტომ გააფორმა კონტრაქტი ფაჩულიას აკადემიის შუამავლობით. ასე რომ, ნიჭიერი კალათბურთელი კი არ "შეამჩნიეს", სწორედ იმ მოტივით ჩამოიყვანეს, საქართველოდან რომ წასულიყო!!!
თორნიკე
07 დეკემბერი 2018 10:25
0
ერთი თვის წინ მოვიდაო და 18 წლამდე სად იყო, ეხლა დაიწყო თამაში? თან სიმაღლე მაინც დაწერეთ.
emigranti
07 დეკემბერი 2018 02:55
1
18 წლამდე,მგონი, ქ-ნი ლელა ცანავა ავარჯიშებდა
ბადრი
07 დეკემბერი 2018 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული