ჯუნიორ NBA-GBF ლიგა - საბავშვო ტურნირი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის მხარდაჭერით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება "ჯუნიორ NBA – GBF" ლიგა, რომელშიც 11-12 წლის ასაკის მოზარდი კალათბურთელები მონაწილეობენ.

"ჯუნიორ NBA" ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც მთელი ქვეყნის მასტაბით ჩართულია 111 გუნდი და 1700-მდე მოზარდი კალათბურთელი.

Junior NBA-GBF ლიგების კენჭისყრას ვერის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა. "ჯუნიორ NBA"-ს მატჩები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ჩემპიონი გუნდი ივნისის თვეში გამოვლინდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული