საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპირველობა გიბრალტარის ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
გამარჯვებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გიბრალტარი 59:35 დაამარცხა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, საქართველოს ნაკრებს არ გასჭირვებია. ოთხივე პერიოდი ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ 24-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს. ჩვენს გუნდში 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნინო გადელია, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი საუკეთესო კესო ბარბაქაძე იყო, რომელმაც 18 მოხსნა და 4 ქულა მიითვალა. 12 ქულა ჰქონდა თამარ პაპუაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფშია ასევე სომხეთი, რომელსაც საქართველო ხვალ შეხვდება
და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გავა. ცნობისთვის, ნახევარფინალში გადის მეორე ადგილზე გასული გუნდიც. საქართველოსა და სომხეთის მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
კესო-ზესტაფონის სიამაყე, შრომისა და თავდადების ნიმუში!
ზესტა
20:59 02-08-2019
0
გიბრალტარი და ტურნირის ჩემპიონი? როგორ გახდა ნეტა ჩემპიონი, მარტო თვითონ თუ მონაწილეობდა ალბათ
პასკალი
22:10 31-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული