ფიბა, VTB ლიგა და ქართველი მსაჯ-კომისრები ახალ სეზონს ერთად ხსნიან

AutoSharing Option
ფიბა და VTB-ის გაერთიანებული ლიგა საკალათბურთო სეზონს ხსნიან. საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, დღეიდან დაიწყო. შესაბამისად, საქმეში ერთვებიან ქართველი მსაჯ-კომისრებიც, რომლებიც საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს სისტემატურად ემსახურებიან.

არბიტრ მაკა კუპატაძეს და კომისარ/ტექნიკურ დელეგატ მერაბ რატიშვილს დატვირთული ზაფხული ჰქონდათ. ისინი ევროპის სხვადასხვა ასაკობრივ და ქალთა ჩემპიონატებს მოემსახურნენ. ამ ტანდემისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება მომავალი სეზონიც და ვიმედოვნებთ, ასევე მალე ჩაერთვებიან საქმეში ფიბას ლიცენზიის ახლახან მიმღები საქართველოს მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლები – მიხეილ ვართანოვი
და კირილე თვაური.

წარმოგიდგენთ არბიტრ მაკა კუპატაძისა და კომისარ-ტექნიკური დელეგატის, მერაბ რატიშვილის მიმდინარე თვის ევროგრაფიკს:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი.
26 სექტემბერი. ნოგინსკი (რუსეთი)

სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი) – ქაისერი (თურქეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ვი-თი-ბი გაერთიანებული ლიგა.
1-ლი ოქტომბერი. ჟელენა გურა (პოლონეთი)

ჟელენა გურა (პოლონეთი) – ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი)

ქალთა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი. 3 ოქტომბერი. ქაისერი (თურქეთი)

ქაისერი (თურქეთი) – სპარტაკი (ნოგინსკი, რუსეთი)

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული