პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ორიოდე დღის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში. შეგახსენებთ, რომ იგი სწორედ ამ კომიტეტის წევრია.

ჩვენი ფედერაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბატონმა პაატამ სხდომის დეტალებზე ილაპარაკა. ერთ-ერთი მთავარი თემა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების მზადების პროცესი იყო.

ისიც ითქვა, რომ იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს, პირველ ეტაპზე ფიბაში შესატანი აქვთ გარკვეული თანხა. ფიბა-ევროპის ხელმძღვანელებმა გერმანიის, საქართველოს, ჩეხეთისა და იტალიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს წარმოედგინათ დეტალები მასპინძლობისთვის მზადების შესახებ.

- ჯერ სხვა
ქვეყნების წარმომადგენლების განმარტება მოისმინეს. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ მშენებლობა დაიწყება ამ წელს, რაც შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. გვკითხეს ფინანსურ ვალდებულებებზე. ვუპასუხე - დარწმუნებით გეუბნებით, რომ ისევე, როგორც სხვა საკითხები, ფინანსური ვალდებულებაც დროულად, პირნათლად შესრულდება. სახელმწიფომ თანხა გამოჰყო და დათქმულ ვადამდე, 5 ნოემბრამდე შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება.

შეკითხვა, რომელიც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუსვა, ქართველი მკითხველისთვისაც აქტუალურია - როდის დაიწყება დარბაზის მშენებლობა და მოესწრება 2021 წლის ზაფხულამდე?

- ამ ეტაპზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. კომპანია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, ცხადია, მოგვცემს გარანტიას, რომ არენა დათქმულ დროს ჩაგვბარდება, - გვითხრა პაატა გურასპაულმა.

ასე და ამგვარად, პირველი ნაბიჯი ევრობასკეტის მასპინძლობის უფლების მოპოვება იყო, - მოვიპოვეთ.

მეორე ნაბიჯი ფინანსური ვალდებულებაა, - დედლაინამდე შესრულდება.
ველით მესამეს - სამშენებლო სამუშაოების დაწყებას…

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამხელა თანხის დახარჯვას და ახალი დარბაზის აშენებას, არ ჯობდა თბილისის სპორტის სასახლე გარემონტებულიყო? შედით ნახეთ რას გავს იქაურობა, დარბაზს ვგულისხმობ, გარეთ რაც ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე ეგ ცალკე კატასტროფაა. რეგიონებში ააშენეთ აკადემიები და დარბაზები აჯობებს. უფრო მეტ ნიჭიერ ხალხს იპოვით იქ ;) დაანებეთ ამ თბილისს თავი, გასკდება მალე
თემო
23:31 03-11-2019
1
ნუ მოგვჭრით თავს მსოფლიო მასშტაბით. შეეშვით მასპინძლობას რა! ტიპები გარტყმაში არ არიან რას აკეთებენ. ფულიც არა აქვთ თურმე ჯერ და სულ რაღაც 1-2 წელში უნდა ააშენონ საკალათბურთო დარბაზი :)))))))) ქართული საქმე და საქმოსნობა ინ აქშენ :)))
odala
22:26 03-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული