38 ქულა! - ქართველი კალათბურთელი გოგონა ამერიკის კოლეჯების ლიგაში შესანიშნავად თამაშობს

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/natalia.otkhmezuri

ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში ზეშედეგიანი თამაში ჩაატარა. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ "თანდერბერდში" გამოდის და გუნდის უპირობო ლიდერი გახლავთ. ბოლო მატჩში, რომელიც კასპერელებმა 3 დეკემბერს, ოტეროს კოლეჯთან ჩაატარეს, ქართველმა ბომბარდირმა 38 ქულა ჩააგდო. პირადი რეკორდით ოთხმეზური კასპერის კოლეჯს გამარჯვებისკენ წაუძღვა - 95:81.

1 დღით ადრე, 2 დეკემბერს კასპერელებმა ტრინიდად სტეიტ კოლეჯი 90:66 დაამარცხეს, ოთხმეზურმა კი 23 ქულა მიითვალა. იმის წინ კი ნატალიამ "როკი მაუნთინის" განადგურებაში (91:22) 16-ქულიანი წილი დაიდო. კასპერ კოლეჯს მიმდინარე სეზონში 13 მატჩიდან 12
გამარჯვება აქვს. 1 მატჩი ოთხმეზურის გუნდმა 19 ნოემბერს დასავლეთ ნებრასკა ქომიუნითი კოლეჯთან წააგო - 70:78. იმ მატჩში ნატალიამ 18 ქულა ჩააგდო.

სულ მიმდინარე სეზონში ოთხმეზურს 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაცემებია: 22.3 წუთი, 14.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.8 პასი და 0.8 ჩაჭრა. რაც მთავარია, ნატალია თამაშიდან ესვრის ძალიან შედეგიანად: 53.5 % ორქულიანებს და 49.2 % სამიანებს. საჯარიმოები 60.6 %.

შემდეგ მატჩს "კასპერ თანდერბერდი" 7 დეკემბერს, "ჟილეტ ჯოლეჯთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ თქვი მაინცდამაინც კარგად. მეორედ, 1, 2, 3, 4, 5-ც გვიჭირს და მწვრთნელიც გვიჭირს, და ჭკუაც.
-
09 დეკემბერი 2019 23:48
0
ყოჩაღ გოგონა, სახუმარო ნამდვილად არაა 38 ქულა. ეგება სქესი სეეცვალა და ბიჭებში ეთამაშა, მსროლელებში გვიჭირს:)
emigranti
04 დეკემბერი 2019 14:34
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული