ფოტო:facebook.com/natalia.otkhmezuri
ნატალია ოთხმეზურმა ამერიკის კოლეჯების ლიგაში ზეშედეგიანი თამაში ჩაატარა. 19 წლის ქართველი გოგონა კასპერის კოლეჯის გუნდ "თანდერბერდში" გამოდის და გუნდის უპირობო ლიდერი გახლავთ. ბოლო მატჩში, რომელიც კასპერელებმა 3 დეკემბერს, ოტეროს კოლეჯთან ჩაატარეს, ქართველმა ბომბარდირმა 38 ქულა ჩააგდო. პირადი რეკორდით ოთხმეზური კასპერის კოლეჯს გამარჯვებისკენ წაუძღვა - 95:81.
1 დღით ადრე, 2 დეკემბერს კასპერელებმა ტრინიდად სტეიტ კოლეჯი 90:66 დაამარცხეს, ოთხმეზურმა კი 23 ქულა მიითვალა. იმის წინ კი ნატალიამ "როკი მაუნთინის" განადგურებაში (91:22) 16-ქულიანი წილი დაიდო. კასპერ კოლეჯს მიმდინარე სეზონში 13 მატჩიდან 12
სულ მიმდინარე სეზონში ოთხმეზურს 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი საშუალო მონაცემებია: 22.3 წუთი, 14.3 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.8 პასი და 0.8 ჩაჭრა. რაც მთავარია, ნატალია თამაშიდან ესვრის ძალიან შედეგიანად: 53.5 % ორქულიანებს და 49.2 % სამიანებს. საჯარიმოები 60.6 %.
შემდეგ მატჩს "კასპერ თანდერბერდი" 7 დეკემბერს, "ჟილეტ ჯოლეჯთან" ჩაატარებს.
მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით