არც ძველი და არც ახალი სპორტის სასახლე - სად უმასპინძლებს საქართველო ევრობასკეტს? - პაატა გურასპაულის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, დაასახელა დარბაზი, სადაც ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

"მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ფიბას სტანდარტების შესაბამისი დარბაზი აგვეშენებინა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, იყო მათი მხრიდან მზადყოფნა.

პირველი, რაზეც ვსაუბრობდით, დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ, გამოირიცხა. მეორე, რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია. საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რაც მშენებლებს იანვარში
რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს.

რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისაღები. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ შეძლებს ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას, მასპინძლობა შესაძლოა ავსტრიას გადაეცეს.



მკითხველის კომენტარები / 32 /
ესეთი უნამუსობა როგორ შეიძლება? პრეზიდენტი ჩაიყვანე თავდებში დაიყენე სახელმწიფო ყველაფერი და .... იმიჯი? რეპუტაცია? მიცემული სიტყვა? ყველაფერში როგორ უნდა გადაგვაგდონ? თფუი როგორ უნდა გამოყოთ თავი რა უნდა უთხრათ მოგატყუეთ რო ევრობასკეტისთვის გვემასპინძლაო?)))))) სირცხვილია .... ბათუმში დინამოს აუშენდა 1 წელიწადში 20 ათასიანი სტადიონი და თქვენ ერთი დარბაზი ვერ უნდა ააშენოთ?..... მრცხვენია უკვე !
კაკო
16:56 23-12-2019
2
ანუ გამოდის რო ოლიმპიურის დაკეტვით ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი გადაიდება ასევე ფუტზალი და კიდევ სხვა სახეობები. მადლობა მთავრობას! ამ პატივისცემას 2020 გადაგიხდით!
a.a.
15:51 23-12-2019
11

სიახლეები პოპულარული