ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე - ნაწილი XI - ნაკრების ლეგიონერები

AutoSharing Option
სპეციალური პროექტი ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ, რომლის მიზანიც ჩვენი ეროვნული გუნდის წევრთა საქმიანობის წარმოჩენაა, გრძელდება. პროექტის -"ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 20121-ისკენ" - ფარგლებში დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი წარმოგიდგინეთ და სანამ მოქმედ და იმ კალათბურთელებზე გადავალთ, რომლებმაც კარიერა ახლახან დაასრულეს, საქართველოს ნაკრების ლეგიონერებს წარმოგიდგენთ. დღემდე ჩვენს ნაკრებში 9 ნატურალიზებულ ამერიკელს უთამაშია

ნაწილი XI - უილიამსიდან ჯენინგამდე - ცხრა ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში, დიდი ალბათობით, ახალ ამერიკელს ვიხილავთ. როგორი იქნება "ჯვაროსნების" ისტორიაში მეათე ლეგიონერი? შემონდ უილიამსივით გამოცდილი? ტაირონ
ელისივით შეგვაშველებს სამქულიანებს? მაიკლ დიქსონივით გულიანად მიუდგება საქმეს?

დღეს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, სამაგიეროდ იოლია თვალი გადავავლოთ საქართველოს ნაკრების უახლოეს ისტორიას და გავიხსენოთ, როგორ გვეხმარებოდნენ შემონდი, ტაირონი და სხვა ამერიკელები.

ნატურალიზებულთაგან "პირველი მერცხალი" შემონდ უილიამსი იყო. მის ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი სახალისო ამბავი: სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ.

უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო…

შემონდის პირველ ბლიც-ინტერვიუ:

- "სიეტლში" სტეფანიასთან ვთამაშობდი, "ორლანდოში" - ფაჩულიასთან, ხოლო "დენვერში" - ცქიტიშვილთან. ნიკასა და ზაზასგან ვიცოდი, რომ კარგი ნაკრები გყავთ და სერიოზულ მიზნებს ისახავთ. როცა სტეფანიამ დამირეკა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დახმარება მთხოვა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან, ძალიან მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის გაცნობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო :შემონდ უილიამსზე ძლიერი ლეგიონერი ჩვენს ნაკრებს არ ყოლია.თუნდაც ის ერთი ფაქტი,რომ ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ვარსკვლავურ გუნდს მოვუგეთ, სადაც შემონდმა რუსების კალათი დაბომბა და ამოავსო ამაზე მეტყველებს.
0
DIXON .
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული