ნაწილი XI - უილიამსიდან ჯენინგამდე - ცხრა ამერიკელი საქართველოს ნაკრებში
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში, დიდი ალბათობით, ახალ ამერიკელს ვიხილავთ. როგორი იქნება "ჯვაროსნების" ისტორიაში მეათე ლეგიონერი? შემონდ უილიამსივით გამოცდილი? ტაირონ დღეს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, სამაგიეროდ იოლია თვალი გადავავლოთ საქართველოს ნაკრების უახლოეს ისტორიას და გავიხსენოთ, როგორ გვეხმარებოდნენ შემონდი, ტაირონი და სხვა ამერიკელები.
ნატურალიზებულთაგან "პირველი მერცხალი" შემონდ უილიამსი იყო. მის ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი სახალისო ამბავი: სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.
აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ.
უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო…
შემონდის პირველ ბლიც-ინტერვიუ:
- "სიეტლში" სტეფანიასთან ვთამაშობდი, "ორლანდოში" - ფაჩულიასთან, ხოლო "დენვერში" - ცქიტიშვილთან. ნიკასა და ზაზასგან ვიცოდი, რომ კარგი ნაკრები გყავთ და სერიოზულ მიზნებს ისახავთ. როცა სტეფანიამ დამირეკა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დახმარება მთხოვა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან, ძალიან მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის გაცნობა.