შენგელიას გარეშე ცსკა-მ წააგო, ჯეიმსის 37 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 თებერვალს, ევროლიგის 24-ე ტურში, "ვალენსიამ" ცსკა-ს უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 105:103 დასრულდა. 

გამარჯვებულთა რიგებიდან ნიკოლა კალინიჩი და კლემან პრეპელიჩი გამოირჩნენ, რომლებმაც თანაბარი, 22-22 ქულა ჩააგდეს. 

რაც შეეხება ცსკა-ს, ნიკოლა მილუტინოვისა და თორნიკე შენგელიას გარეშე დარჩენილ გუნდს მაიკ ჯეიმსმა ულიდერა. ამერიკელის ანგარიშზე 37 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. აღსანიშნავია ჯეიმსის 6 დაკარგვა, რაც მეტისმეტად ბევრია. 

ცსკა 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით ევროლიგის ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება. 

მომდევნო მატჩს რუსები 19 თებერვალს ჩაატარებენ. 

როგორც რამდენიმე დღის წინ
ითქვა, თორნიკე შენგელიას მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც რამდენიმე შეხვედრას დააკლდება. გუშინდელ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ძალაა თორნიკე ცსკა-სთვის. 

altთორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
შენგელიას გარეშე თორემ შენგელიანად ხო რას ამბობ, არ აგებდა! ხომ არ შემახსენებდით, ამ ბოლო დროს რა "მაგარ" გუნდებთან წაასხა? ხოდა, როგორც მაგენი იტყვიან "ტაკ ძერჟატ რებიატა!" ევროლიგაზე ნორმალური ქვეყნების გუნდები თამაშობენ, საერთოდ რა უნდათ მაგათ ევროპაში. რომელი ევროპელები ეგენი არიან. ცეესკა კიარადა ჭეჭეკა კიდევ...
ან
03:39 06-02-2021
1
მწვრთნელი გამოსაცვლელია!
aburjga
12:17 05-02-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული