კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

AutoSharing Option
სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. სერბ სპეციალისტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს 7 წლის მანძილზე (2008-15) წვრთნიდა, ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული და შედეგიანი სამსახური დაუფასდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ქართული სპორტული საზოგადოების სახელით, მადლობას უხდის ბატონ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული სამსახურისთვისა და ჩვენი გულშემატკივრების არაერთგზის გახარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, პირველივე ცდაზე მოახერხა მანამდე წლების მანძილზე მიუღწეველ მიზნამდე მისვლა: 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის “ბ” დივიზიონში 15
ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა და ელიტარულ „ა“ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2009-11 წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზა და არსებობის ისტორიაში პირველად, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 2011, 2013 და 2015 წლებში, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ორჯერ (2011 და 2015 წლებში) მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. 2015 წლის ევრობასკეტზე საქართველომ მერვედფინალში დიდი ბრძოლა გაუმართა ლიეტუვას და ბოლო წამებზე 81:85 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის დამსახურებული მწვრთნელის ჯილდო სერბეთი-შვეიცარიის მატჩის წინ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა, ფიბას აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) წევრმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
ალალია და სიამოვნებითაც ვულოცავ.
სოსო
22 თებერვალი 2021 19:13
0
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, კოკოშკოვმა აიყვანა ჩვენი გუნდი წარმოუდეგენელ სიმაღლემდე და ახლა ზუროსი აგრძელებს მის დაწყებულ საქმეს. წარმატებები კოკოშკოვს პირად ცხოვრებაში, ის ნებისმიერი ქართველისთვის სასურველი სტუმარია.
s
22 თებერვალი 2021 12:01
2
რა „საქართვლოს დამსახურებული მწვრთნელი“?
საბჭოთა კავშირი და მისი ყოვლად უაზრო სისტემაღა გვაკლია!
უშანგი
22 თებერვალი 2021 11:16
10
ზუროსსაც ეკუთვნის, დღეს ყველა სახეობის ნაკრებების მწვრთნელებს შორის საუკეთესოდ ზუროსი მიმაჩნია..
Mose
22 თებერვალი 2021 01:52
1
მართლაც რომ ზუროსი საუკეთესოა. ყოველ თამაშზე ახალ ლეგიონერს აძლევენ " გამოსაცდელად ". კოკოშკოვს კი " ოქროს თაობა " ჰყავდა.
-
22 თებერვალი 2021 16:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული