საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ქართული სპორტული საზოგადოების სახელით, მადლობას უხდის ბატონ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაწეული სამსახურისთვისა და ჩვენი გულშემატკივრების არაერთგზის გახარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, პირველივე ცდაზე მოახერხა მანამდე წლების მანძილზე მიუღწეველ მიზნამდე მისვლა: 2009 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის “ბ” დივიზიონში 15
2009-11 წლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზა და არსებობის ისტორიაში პირველად, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 2011, 2013 და 2015 წლებში, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ზედიზედ სამჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ორჯერ (2011 და 2015 წლებში) მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა. 2015 წლის ევრობასკეტზე საქართველომ მერვედფინალში დიდი ბრძოლა გაუმართა ლიეტუვას და ბოლო წამებზე 81:85 დამარცხდა.
იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის დამსახურებული მწვრთნელის ჯილდო სერბეთი-შვეიცარიის მატჩის წინ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და გენერალურმა მდივანმა, ფიბას აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) წევრმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცეს.
GBF.GE
საბჭოთა კავშირი და მისი ყოვლად უაზრო სისტემაღა გვაკლია!