რატიშვილი ფიბა-ს ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალზე იმუშავებს

AutoSharing Option
ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარ-დელეგატი, მერაბ რატიშვილი, რომელსაც კოვიდ-რეგულაციებით საკალათბურთო მატჩების მომსახურების სოლიდური გამოცდილება დაუგროვდა, მივლინებულია მორიგ ეგრეთწოდებულ, ამჯერად საკლუბო “ბაბლზე” სამუშაოდ.

14-18 მარტს თურქეთის ქალაქ ქაისერიში გაიმართება ფიბა-ს ქალთა ევროპის თასის მეოთხედფინალური ბაბლი, სადაც ტექნიკურ დელეგატად დანიშნულია მერაბ რატიშვილი. ქაისერის ბაბლში ითამაშებს 4 გუნდი: მასპინძელი, ქაისერის “ბელონა“, თურქეთის “ელაზიგი“, საფრანგეთის “სენტ–ამანდი” და უნგრეთის “სეკსარდი“. თამაშები გაიმართება ოლიმპიური პრინციპით და ბაბლის გამარჯვებული გავა ფიბა-ს ქალთა ევროპის თასის “ოთხთა ფინალში, რომელიც გაიმართება აპრილში.

მიმდინარე სეზონში მერაბ რატიშვილი მეორედ იქნება ფიბა-ს ქალთა ევროპის
თასის ბაბლის ტექნიკური დელეგატი. იანვარში მან თურქეთის ქალაქ ჰათაიში გამართულ მერვედფინალურ ბაბლს უხელმძღვანელა. აღსანიშნავია ისიც, რომ რატიშვილს სანაკრებო მატჩებზეც უწევს დელეგატობა და მან გასული წლის ნოემბერში რატიშვილს ჯერ საბერძნეთში გამართულ ქალთა ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის “ბაბლის” პრინციპით გამართულ მატჩებზე მოუწია მთავარ დელეგატად მუშაობა, რის შემდეგაც იგივე სტატუსით ვაჟთა მომავალი ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის ჯგუფს მოემსახურა სლოვენიაში.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული