"ეფესმა" "ბარსელონა" დაძაბულ დაპირისპირებაში დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 30 მაისს, ევროლიგის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ანადოლუ ეფესი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქების გამარჯვებით, 86:81 დასრულდა.

"ბარსელონას" რიგებიდან საუკეთესო კორი ჰიგინსი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 2 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ეფესს", ვასილი მიჩიჩის ანგარიშზე 25 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა გახლდათ.

ამრიგად, თურქულმა კლუბმა გასულ წელს ფინალურ დაპირისპირებაში ცსკა-სთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება და ტიტულის დამაჯერებლად დაცვა მოახერხა.

2020/21 წლების ევროლიგის სეზონის საუკეთესო კალათბურთელი კი ვასილი მიჩიჩი
გახდა. აღსანიშნავია, რომ დიდი ალბათობით, სერბი ვარსკვლავი კარიერას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, კერძოდ, "ოკლაჰომა სითი თანდერში" განაგრძობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული