SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

AutoSharing Option
საქარველოში ვიზიტად მყოფმა FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრებმა ევრობასკეტ 2022-ისთვის მშენებარე დარბაზი დაათვალიერეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა განაცხადა, რომ მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილოა:

„ახლახან დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან, დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროცესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტ-აპრილში ვიყავი, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ დროის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროზე დამთავრდეს. გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და სამუშაოები ძალიან
სწრაფად უნდა გაგრძელდეს.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალურია, ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც მზად იყოს, აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ქართველების გაკეთებული საქმე სად გინახავთ
გენა
04 დეკემბერი 2021 23:54
12
1 თვით მაინც გამოუშვით ის კაცი.
გიორგი
05 დეკემბერი 2021 20:30
9
ხო მშვენიერ ჯანზეა და ენერგიას მშენებლობაზე მაინც დახარჯავს.
05 დეკემბერი 2021 20:52
2
სამარცხვინო მთავრობა და კალათბურთის ფედერაცია!
სანი
05 დეკემბერი 2021 21:26
3
https://youtu.be/7-A5jWBAN7c

მთავრობა და მშობელთა კრება რომ ჭირდება მაგ ყველაფერს იმიტომ არის საქმე კარგად, ან ვინც მთავრობიდან ამ მშენებლობაზე პასუხისმგებელი იყო იმას რატომ არ გუჩნდა იგივე შეკითხვა? რა უბედურება რომ ვიღაცამ თუ არ დაგვტუქსა არც შესაბამის კანონს ვიღებთ, არც რეფორმას ვატარებთ, არც ციხიდან ვუშვებთ და ვერც დარბაზს ვერ ვაშენებთ..
Solo
05 დეკემბერი 2021 18:38
3
სამი კვირის წინ არის გადაღებული, რაღაც პროგრესი კი არის


https://youtu.be/-Ez74tAkxSI
House Point
05 დეკემბერი 2021 08:00
14

სიახლეები პოპულარული