SOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

AutoSharing Option
საქარველოში ვიზიტად მყოფმა FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრებმა ევრობასკეტ 2022-ისთვის მშენებარე დარბაზი დაათვალიერეს. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა განაცხადა, რომ მშენებლობის ტემპებით უკმაყოფილოა:

„ახლახან დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან, დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროცესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტ-აპრილში ვიყავი, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ დროის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროზე დამთავრდეს. გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და სამუშაოები ძალიან
სწრაფად უნდა გაგრძელდეს.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალურია, ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც მზად იყოს, აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გურასპაული,წადი ევროლიგის თამაშები წაიყვანე და ცეესკას უგულშემატკივრე
გიორგი
04 დეკემბერი 2021 23:35
5
მოუხედავად დიდი პატივისცემისა თოკოსადმე, ყველა ცსკ ს წაგება მიხარია ევროლიგაზე.
mini
05 დეკემბერი 2021 19:32
0
ე ბიჯო ის კაცი ერთი კვირით მაინც გამოუშვით ციხიდან, მშენებლობის ტემს დააჩქარებს და მერე შეაბრუნეთ უკან.DDD რაშიც მაგარი იყო იყო რა,
ggg
04 დეკემბერი 2021 23:25
20
ნაცები რომ შეძვერით ფედერაციაში, იმოტომაა ამ დღეში ქართული კალათბურთი.
ვის რაში სღირდება ეგ დარბაზი, სუპერლიგის თამაშებზე ერთი კაციც რომ არ დადის. ფასადური წარმატებებით ატყუებთ ყველას. სინამდვილეში ოროსნები.
-
05 დეკემბერი 2021 20:46
3
დახურვით ჯიგარ ალბათ დახურავენ , მარა მერე იმედია არ იწვიმებს თამაშების დროს.DDDDDDDD ვაი ჩვენს პატრონს.
jjj
04 დეკემბერი 2021 23:21
8
მეც ეხლა ძალიან გამიკვირდა რა...ამათი "დამკვრელური მუშაობა" რომ ვიცი პირიიქით როგორ უნდა ყოფილიყო. მაგათ ჯერ ქუთაისის გამოშვებული ელექტრომანქანები არ უნახიათ :)
საბა
04 დეკემბერი 2021 22:46
7
მერე გამოვიდეს გურასპაული და მისი დამცველები , ძალიან მაგარი მუშაობითა და შედეგებით რომ მოაქვთ თავი !!! ამაზე საუბრობენ ხოო ეტყობა , ერთი წლით გადაწეული ჩემპიონატისთვისაც რომ ვერ ასწრებენ დარბაზის მშენებლობას ?! ხოდა მე ვატყობ , გურასპაულს მარტო მოხსნას არ აკმარებენ !! სუპერლიგასაც ძლივს ატარებენ და მეტი რა გააკეთა , მართლა ჰკითხეთ ვინმემ , " ატკატების " გარდა ბასკონიადან ?!
ATP 16
04 დეკემბერი 2021 22:19
7
რა ხეებს და ტოტებს გულისხმობ არ ვიცი და ფესვი ვინაა არც ის, მარა შიო ხეცურიანის და ზაზა ფაჩულიას გუნდი გაცილებით, როომ ჯობია გურასპაულსაც და სანიკიძესაც ეს ფაქტია, შიოს იმხელა ცოდნა და განათლება აქ ყველას გადაწონის ფედერაციის ახლანდელ, მომავალ და წარსულ გუნდებსაც, ისე თუ არ უნდათ არც ეხვეწებიან საერთოდ არ ერევიან არჩევნებში, ქართულმა კალათბურთმა იკითხოს თორემ არც ზაზა და არც შიო არ დაიკარგება.
ART16-s
05 დეკემბერი 2021 20:23
1
გურასპაული იცი რა შუაშია ? ერთი ადგილით რომ ჰყავს დაჭერილი ამ მთავრობას , ბასკონიის საქმით , რომელიც თაროზეა შემოდებული და როცა უნდათ მაშინ განუახლებენ გამოძიებას მაგ შუაშია . არ უნდა გაისვარო ისეთ სქემებში , რომ არაფრის თქმის საშუალება აღარ გქონდეს შემდეგ . ზოგმა დაწერა ხეცურიანი რომ არ აირჩიეთო და ერთი მინდა ვკითხო , მართლა სჯერა რაც თქვა , გაახილეთ თვალი , ეგ ერთი ხის ორი ტოტია და ფესვები საიდანაც მოდის მიხვდებით , ერთი კლანია და არაფერი არ შეიცვლება . სანიკიძეს ჯერ არაფერი გაუფუჭებია , ბმად არ მჯერა რომ იდეალური იქნება , თუმცა რაღაც რომ უნდა შეიცვალოს , ეს ფაქტია .
ATP 16
05 დეკემბერი 2021 19:40
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული