ვიქტორ სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იქნება

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნება - ვიქტორ სანიკიძე. ამის შესახებ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ პაატა გურასპაულსა და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, ამჟამად პარლამენტარ ვიქტორ სანიკიძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

პაატა გურასპაული:

"მომავალ არჩევნებზე საერთო გუნდით წარვდგებით და ეს კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება".

ვიქტორ სანიკიძე:


"მადლობა ბატონ პაატას, რომ მომავალზე შევჯერდით. ასევე, სახელმწიფოს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ გაჟღერდა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და საერთო საქმეები უნდა გავაკეთოთ - პირველ რიგში, მოახლოებული ევრობასკეტი სამაგალითოდ ჩავატაროთ".

შეგახსენებთ, საერთო-საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021
წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი N4).

altღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება

altSOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

altგურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია

 

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვიკა ჩემი ფავორიტი კალათბურთელი იყო და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ იმ სიხარულისა და პერფომანსების გამო, რასაც ნაკრებში მისი თამაში გვანიჭებდა, მეორე მხრივ, გურასპაული უსუსტესი იყო (ჩემი აზრით) ამ პოზიციაზე, მაგრამ მაინც, ეს სპექტაკლი ძალიან მაგონებს ჩრდ. კორეას, მე კი ჩრდ. კორეაში ცხოვრება არასდროს მინდოდა...
მასტერს
20:06 08-12-2021
4
რა მნიშვნელობა აქ არჩევნებს მაშინ?! პროფანაცია! ზიმბაბვეა საქართველო!!
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული