ქუთაისელთა მეტოქე გახლდათ “მეგა”, გუნდი, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგაში ასპარეზობდა და ახლა სუპერლიგის დებიუტანტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მემორიალზე ღირსეულად ითამაშა, ფინალის საგზური მოიპოვა და ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო. სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მემორიალის ფინალურ მატჩს დაძაბულობა აკლდა. მასპინძლებმა
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. თავდაპირველად დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი. პრიზი ქუთაისის ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო კლუბმა დააწესა. პრიზის მფლობელი გახდა ქუთაისელი ლუკა გორგოძე, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა თემურ ქორიძემ დააჯილდოვა.
ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი ქუთაისელი ადრიან ბოუი გახდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვა. საუკეთესო ფორვარდის ტიტული ქუთაისელთა გუნდის ლეგიონერ ჯარვის რეის ერგო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ქუთაისელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვა.
ქუთაისელთა კაპიტან აკაკი დვალიშვილს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცეს.
GBF.GE