სამუშაოების დათვალიერებისას FIBA-ს წარმომადგენელმა ნატალი სენდმანმა დადებითი შეფასება მისცა ქართული მხარის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველო მალე მიიღებს ევროპული სტანდარტის სპორტულ სასახლეს.
"შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, რაც გაკეთდა გასული წლის დეკემბრიდან, მაშინ, როდესაც ბოლოს ვიმყოფებოდი აქ,
მასშტაბური სამუშაოების გაცნობის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა სამშენებლო პროცესში ჩართული ორგანიზაციების მონაწილეობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბოცვაძე, შპს „სპორტმშენსერვისის“ გენერალური დირექტორი გერონტი ცინდელიანი და მშენებელი კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ გენერალური დირექტორი ლევან თარგამაძე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურიამ და ნატალი სენდმანმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაოების ეტაპების, მისი ვადების, საჭიროებების შესახებ და სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ეტაპების გეგმაზეც იმსჯელეს.
ინფორმაციისთვის, პირველი ასეთი სამუშაო შეხვედრა 26 იანვარს გაიმართა, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავად დაათვალიერა ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობა. მისი ინიციატივით გადაწყდა, რომ პროცესში ჩართული სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრები მოეწყობა ყოველკვირეულად, სადაც დამკვეთი და მშენებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი იქნება ჩატარებული სამუშაოების ანგარიში და შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
ამ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს კი კულტურის სამინისტრო ყოველკვირეულად გადაუგზავნის საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელობას.
ცნობისათვის, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სრულად დასრულებულია რკინა-ბეტონის და მეტალის კონსტრუქციის სამუშაოები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულებულია. კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც 1 თვის მანძილზე დანადგარების ტესტირების პროცესი განხორციელდება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის, „ევრობასკეტ 2022“-ის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება და შეჯიბრება სწორედ ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
მინისტრი თეა წულუკიანი კალათბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს გაეცნო