კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ყველა ნაკრები და გუნდი მოკვეთა. FIBA-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა აგრეთვე რუსეთის ქალთა და ყველა ასაკობრივ ნაკრებებს აეკრძალა, 3х3-ის გუნდებსა და მსაჯებს.
გადაწყვეტილება ძალაშია შემდეგ შეტყობინებამდე.
რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს ევრობასკეტ 2022-ზე, რომლის მასპინძელი საქართველოცაა.
გუშინ ევროლიგამ ტურნირზე თამაში სამივე რუსულ გუნდს (ცსკა, "ზენიტი" და "უნიკსი") აუკრძალა, ხოლო ევროთასზე ასპარეზობა - "ლოკომოტივ-კუბანს".
ცსკა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დატოვა.