თბილისის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

AutoSharing Option
თბილისში მიმდინარე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები უნდა ჩატარდეს, ტრაგედია მოხდა. ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, შიდა სამუშაოების დროს, სამშენებლო კალათის მოწყვეტის გამო 27 წლის ახალგაზრდა ჯაბა ქადამაძე დაიღუპა.

Sportall.ge-ს შრომის ინსპექციაში მომხდარი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ამ მიზეზის გამო მიმდინარე წელს სამუშაოები დროებით უკვე მეორედ შეაჩერეს, კომპანია კი 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამავდროულად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 10 000 მაყურებელზე გათვლილმა არენამ 2022
წლის სექტემბერში ევრობასკეტს უნდა უმასპინძლოს. მშენებლობის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის პრობლემები წარმოიშვა, მათ შორის, დასრულების ვადებთან დაკავშირებით.

altSOS - FIBA ევრობასკეტ 2022-ისთვის დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულია!

altთეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა აცხონოს, ისე დაითარსა ეს დარბაზი მეშინია, თავად ევრობასკეტზე არ მოხდეს რამე ცუდი.
რრრ
11:29 14-04-2022
2
აცხონოს ღმერთმა! ძალიან კარგი ახალგაზრდა დაიღუპა
დავით
12:13 14-04-2022
1

სიახლეები პოპულარული