“თბილისი არენაზე” ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ფინალს კირილე თვაური მოემსახურება

AutoSharing Option
საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი დღეს სრულდება. ფინალში ერთმანეთს სერბეთი და ისლანდია ხვდებიან. საჩემპიონო მატჩისთვის მომსახურე მსაჯები მიმდინარე ტურნირზე მომუშავე ინსტრუქტორთა დაკვირვების შედეგად შეირჩა. 3 მსაჯს შორის, რომლებიც სერბეთისა და ისლანდიის მატჩს მოემსახურება, ქართველი კირილე თვაურია.

კირილესთან ერთად სატიტულო შეხვედრას მოემსახურებიან ესპანელი ფერნანდო კალატრავა და ესტონელი მიჰკელ მანისტე. კომისარი ბოსნია-ჰერცეგოვინელია: ფინადამირ კუნოსიჩი. ფინალური დაპირისპირება “თბილისუ არენაზე” 21:15 საათზე დაიწყება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული