საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალშია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში ალბანეთი დაამარცხა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა – 58:56.

ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა და 23 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის შედეგიანი თამაშიც, რომელიც 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა ეკა წივწივაძის ანგარიშზეა.

18 წლამდელთა გოგონათა გუნდი საფინალო
შეხვედრას 31 ივლისს მალტას წინააღმდეგ გამართავს. მეორე მალტელებმა ანდორის ნაკრები 84:48 გაანადგურეს. მალტასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები C დივიზიონს მოიგებს და გაისად “ბ” დივიზიონში გამოსვლა შეეძლება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ჩვენ ნაკრებს
მიშა
09:50 31-07-2022
0
გამარჯვებას ვუსურვებ,გოგონებს!
სოსო
09:48 31-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული