"ვირტუსმა" "რეალი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - თოკოს არ უთამაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-5 ტურში ბოლონიას "ვირტუსმა" მადრიდის "რეალი" სტუმრად 95:92 დაამარცხა.

მოგეხსენებათ, იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ თორნიკე შენგელია სწორედ "ბლანკოსთან" დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ქართველმა კალათბურთელმა ვერ მოახერხა სრულად ტრავმის მოშუშება.

"ვირტუსის" მხრიდან საუკეთესო იფე ლუნდბერგი გახლდათ, რომელმაც თავი 18 ქულით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ისმაილ ბაკომ გუნდს 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.

მადრიდელთა შემადგენლობიდან ალეხანდრო დეკმა თავი 28 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდს
2 მოგება და 3 მარცხი აქვს. ბოლონიელები შემდეგ მატჩს "ლიონთან" 5 ნოემბერს ჩაატარებენ, ესპანელები 3 ნოემბერს მილანის "ოლიმპიას" ესტუმრებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თორნიკე რა თქმა უნდა შორს იქნება,სასურველი ფორმისაგან და ასე დაძაბულ მატჩში,სადაც გამარჯვების შანსები ჰქონდათ,მის გამოყვანას ვერ გარისკავდნენ.კლუბს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.
სოსო
18:15 28-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული