ამერიკელი კალათბურთელი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

AutoSharing Option
რუსეთმა დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვალა.

გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით ამა წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს და შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.

ცნობისათვის, რუსეთისგან განსხვავებით, კანაფის ზეთი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალული არ არის. ბუტი ყოფილი საბჭოთა სამხედრო თარჯიმანი და იარაღის ცნობილი დილერია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრიტნი გრინერი რუსეთში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, მის გათავისუფლებაზე დიდი ხანია მუშაობდნენ, ის უკვე თვითმფრინავშია,
ტელეფონით ესაუბრა და დახმარებისათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მადლობა გადაუხადა.

გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში განხორციელდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Რა მაგარი ,,მზე"ხარ
***-ს
20:06 09-12-2022
1
საქარტველო მიხედე ტავს სენი გაგჯირვებია
dato
13:05 09-12-2022
2

სიახლეები პოპულარული