ქართველი მსაჯების სტატუსი იზრდება: ვართანოვის მთავარ მსაჯად ნათლობა ათენში შედგება

AutoSharing Option
ქართველი მსაჯებისა და კომისრის საერთაშორისო აქტივობა და სტატუსი თვიდან თვემდე იმატებს. ცოტა ხნის წინ იყო, კირილე თვაური ფიბას მიერ ორგანიზებულ მატჩს მთავარი მსაჯის სტატუსით რომ მოემსახურა, ხოლო ახლა მიხეილ ვართანოვის ჯერი დადგა. 5 იანვარს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ფიბა-ევროპის ქალთა თასზე, პანათინაიკოსი ებრაულ “ჰოლონს” უმასპინძლებს და ამ შეხვედრას 2 ქართველი – კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი მოემსახურებიან, რომელთაგან ვართანოვი მთავარი არბიტრი იქნება. ეს მისთვის პირველი საერთაშორისო მატჩია მთავარი მსაჯის ამპლუაში.

რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელიც ეროვნული ნაკრებების
მატჩებს სისტემატურად ემსახურება, 21 დეკემბერს, 10 და 12 იანვარს ფიბას სამი სხვადასხვა ტურნირის – ქალთა ევროლიგის, ქალთა ევროპის თასის და კაცთა ევროპის თასის შეხვედრებზე იმუშავებს.

ესეც იმ მატჩების სია, რომლებსაც ქართველები მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში მოემსახურებიან.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
5 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) – ჰოლონი (ისრაელი)

კირილე თვაური (მსაჯი)
5 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
პანათინაიკოსი (საბერძნეთი) – ჰოლონი (ისრაელი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)
21 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ბურჟი (საფრანგეთი)
10 იანვარი. ფიბა ევროპის თასი. ჰაიფა (ისრაელი)
ჰაპოელ ჰაიფა (ისრაელი) – კარჰუ (ფინეთი)
12 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. ჰოლონი (ისრაელი)
ჰოლონი (ისრაელი) – პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული