შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა “ა” ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2 წრის შემდეგ, ანუ როცა გუნდები 12 ტურს მოილევენ, თითოეული ჯგუფის 4 საუკეთესო პლეი -ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან:
რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლაც გამძაფრებულია. ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხივე მატჩი ამ კუთხით მეტად საინტერესო იყო. A ჯგუფში უშუალო კონკურენტები –" ზაზა 1" და "ოვერტაიმი" შეხვდნენ და შეხვედრას თითქმის თავიდან ბოლომდე "ოვერტაიმი" იგებდა. ზაზას აკადემიელებმა ანგარიში ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრეს და ბოლო წამებზე მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს – 74:69 იმარჯვეს და პლეი-ოფში გამსვლელ მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილია A ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელი 4 გუნდიდან 3 – "რუსთავი", "ქუთაისი" და "ორბი". მე-4 საგზურისთვის "ზაზა 1", "ოვერტაიმი" და "თელავი" იბრძვიან. კახურ გუნდს გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი გააჩნია.
ამავე ჯგუფში მე-3 ადგილი გაიმყარა "ორბმა", რომელმაც აუტსაიდერი "მაკაბი" 79:57 დაამარცხა. რაც შეეხება B-ჯგუფელებს, ლიდერმა "თბილისი ბასკეტი 1"-მა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის ფონზე სოხუმის "კოლხა" 85:78 დაამარცხა. "თბილისი ბასკეტი" 8 მოგებითა და 3 მარცხით კი პირველ ადგილზეა, მაგრამ ამ ჯგუფისა და სრულიად “ა” ლიგის უპირობო ფავორიტი "ვინგსია", რომელსაც 9-დან 9 მოგება აქვს და მხოლოდ იმიტომაა მე-2 ადგილზე, რომ ოპონენტებზე 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ვინგსმა" დღეს "დინამო" არ დაინდო და 103:70 სძლია. თავის მხრივ, "დინამო" მე-4 ადგილზეა და პლეი-ოფი გარანტირებული აქვს. ანუ B ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელი ოთხივე გუნდი – "თბილისი ბასკეტი", "ვინგსი", "ბასკო", "დინამო" – ცნობილია.
GBF