"ივერიონმა" გორში "ორბს" მოუგო და ფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა

AutoSharing Option
გორში "ა" ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელი "ივერიონის" გამარჯვებით – 86:68 დასრულდა და ტყიბულის "ორბის" სუპერლიგაში გადასვლის პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი და მეორე შეხვედრა, რომლებიც ტყიბულში 4 და 5 აპრილს გაიმართა, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და იმერულ კლუბს სუპერლიგამდე 1 ნაბიჯი აკლდა.

გორელები მეტოქეს იოლად რომ არაფერს დაანებებდნენ, ისედაც ცნობილი იყო და ეს თამაშის მსვლელობამაც დაადასტურა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე წუთებიდან ჩამოიტოვა "ორბი" და თამაშის ბოლომდე ახლოს აღარ მიუშვია. საწყისი პერიოდი გორელებმა 31:15
მოიგეს და ტემპი არც შემდეგ დააგდეს. დიდ შესვენებამდე "ივერიონმა" ლიდერობა 23 ქულამდე გაზარდა და, ფაქტობრივად, გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია.

თუკი მოგების ამბიცია და რესურსი ჰქონდა, "ორბს" მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღა, თუმცა აღნიშნული მეოთხედიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და თამაშის დარჩენილი მონაკვეთი ფორმალობად იქცა. საბოლოოდ გორელებმა 18 ქულით იმარჯვეს და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 1:2.

გამარჯვებულთაგან 30 ქულით, 9 პასით, 7 მოხსნითა და 5 ჩაჭრით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 17 ქულა და 8 მოხსნა ჯაილენ ჰასლემმა მიითვალა. ლუკა გიორგაძემ შეხვედრა 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. "ორბში" 19 ქულით ბომბარდირი გახდა დემარკუს ეიდი. ნიკა ლოლიშვილმა 11 ქულა მიითვალა.

"ა" ლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩს ისევ გორი, 11 აპრილს, 18:00 საათზე უმასპინძლებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება გორელებს:)))
ზურ
13:56 11-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული