მოსკოვში კავკასიელებმა რუს კალათბურთელს სასტიკად სცემეს

AutoSharing Option
ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 34 წლის კალათბურთელ ალეკსეი შვედს მოსკოვის ცენტრში კავკასიელები თავს დაესხნენ და სცემეს, - იტყობინება "მოსკოვსკი კომსომოლეცი".

გამოცემის ცნობით, შვედი "რესტორან" "ჯუნში" ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. იქვე დაბადების დღეს კავკასიელები აღნიშნავდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე ალეკსეიმ დაწესებულება დატოვა, ქუჩაში კი კონფლიქტი მოხდა და კალათბურთელმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაცემისას შვედმა თავი დაარტყა, სისხლი მოსდიოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ არ გაჩერდა
და სახლში დაბრუნდა, თუმცა შემდეგ კერძო კლინიკაში წაიყვანეს და ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს. მას ქალა-ტვინის ძვლის ღია მოტეხილობა, ეპიდურული ჰემატომა და რეტროგრადული ამნეზია აქვს და პრაქტიკულად არ ახსოვს, რა მოხდა.

შვედი ადრე "მინესოტაში", "ფილადელფიაში", "ჰიუსტონსა" და "ნიუ იორკში" თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მულტიკულტურიზმი არსად ამართლებს. ყველა უნდა ცხოვრობდეს საკუთარ სამშობლოში, თავისნაირებთან
ზურაბ
22:46 02-05-2023
13
ჰოდა,რას ეტენებოდნენ კავკასიაში დასაპყრობად?
ადამიანი
21:31 02-05-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული