რეგიონებში კალათბურთთს განვითარების პროგრამა მეორე წრეზე წავიდა | სტუმრობა ქვემო ქართლსა და კახეთში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი რუსთავსა და თელავს ესტუმრნენ, სადაც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის განკუთვნილი საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.

რუსთავის ქიმოკოსთა დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტი, მიხეილ ბერუაშვილი, საკალათბურთო კლუბ რუსთავი 1991-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაღლაფერიძე, ასაკობრივი გუნდების მენეჯერი, ვაჟა კვიჟინაძე, ადგილობრივი მწვრთნელები და ახალგაზრდა
კალათბურთელები დახვდნენ.

ადგილობრივ ფედერაციას ქვემო ქართლის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლიდან კახეთში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქ თელავის სპორტსკოლას ესტუმრნენ და რეგიონის საკალათბურთო სექციებისთვის საჭირო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის წარმომადგენლებს თელავში დახვდნენ კახეთის კალათბურთის ფედერაციის რეზიდენტი სოსო იაგორაშვილი, ააიპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება ‘თელავის” ხელმძღვანელი, პაპუნა ხრიკული, დამსახურებული თელაველი მწვრთნელი, ნოდარ იანქოშვილი და მისი კოლეგები.

რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე მოიარეს საქართველოს ყველა რეგიონი. კახეთში სტუმრობა პროგრამის ფარგლებში უკვე მე-3-ედ გახორციელდა. მრავალფეროვან საკალათბურთო ინვენტართან ერტად თელავის სპორტსკოლამ სათამაშო ტაბლო მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ დაუბრკოლებლად მასპინძლობს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დაბლოკოთ
ონის რაიონი მიტოვებული არის სულ.ზოგ რეგიონში 2ჯერ არიან და ქ.ონში ერთხელაც არ ასულან.
ჭაობია კალათბურთის ფედერაცია და მწვრთნელებმა მოწინააღმდეგის გუნდის კომბინაციები მოიპარა და ერთ ერთი ძლიერი გუნდი გამოთიშა ასპარეზობას.აქ მოგება და წაგება არაფერ შუაშია.ბავშვების ფსიქოლოგიაზე მოქმედებს ისეთები ვისაც გარდატეხის ასაკი აქვთ.ჭაობია სუფთა კალათბურთი.ადექით სკამიდან და გაინძერით გადით გარეთ და ისე დაწერეთ სტატიები.
აბდულაი
16:31 06-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული