"ვინგსმა" ქუთაისში იმარჯვა და 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში "თბილისი ბასკეტს" შეხვდება

AutoSharing Option
18-წლამდელთა ჩემპიონობისთვის თბილისი ბასკეტი და ვინგსი იბრძოლებენ. რამდენიმე დღის წინ ფინალში გასულ თბილისი ბასკეტს 8 მაისს ვინგსი შეუერთდა. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში გამართულ ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩში 74:68 (სტატისტიკა) დაამარცხა ადგილობრივი გუნდი და საჩემპიონო სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა. ვინგსს პირველი მატჩი თბილისში ჰქონდა მოგებული და საპასუხო მატჩში გამარჯვებამ სერია მშრალი ანგარიშით – 2:0 მოაგებინა.

ფინალი 3 მოგებამდე იქნება. საჩემპიონო სერიის ყველა შეხვედრა თბილისში გაიმართება 12, 13, 14 და თუ საჭირო გახდა 16 და 17 მაისს. შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბოისას
გაწვრთნილმა თბილისი ბასკეტმა ნახევარფინალურ სერიაში 2:0 მოუგო რუსთავს, ხოლო ეს უკანასკნელი მე-3 ადგილისთვის მატჩს ქუთაისის წინააღმდეგ 15 მაისს, რუსთავში ითამაშებს.

რაც შეეხება ქუთაისში 8 მაისს გამართულ შეხვედრას, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გიორგი პირტახიას და საბა სვანიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით – 21:20 მოიგეს, თუმცა მეორეში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. ვინგსმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა წინ საიმედოდ გაჭრა ვერ მოახერხა. თამაში ბრძოლაში გაგრძელდა. მასპინძლები მესამე პერიოდში დაწინაურდნენ, წინ 6 ქულითაც გაიჭრნენ – 48:42. მაგრამ სტუმრებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და ამჯერად ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

ვინგსში საუკეთესო შედეგი ირაკლი ახალაიამ დააფიქსირა – 17 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება. 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ქუთაისში გაზრდილმა, თუმცა ვინგსში ამ სეზონის წინ გადასულმა გიორგი ნიკოლაევმა. 14 ქულა და 6 პასი ნიკოლოზ გურგენიძემ მოაგროვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო ლუკა გორგოძე – 19 ქულა, 6 მოხსნა. 12 ქულა და 7 მოხსნა ეგნატე გაგოშიძემ მოაგროვა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული