ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი მოახლოებულ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სამუშაოდ მიიწვიეს. 15-25 ივნისს ევრობასკეტი 2 ქვეყანაში, ისრაელსა და სლოვენიაში გაიმართება. რატიშვილი, რომელსაც ევრობასკეტზე მუშაობის და ზოგადად, დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელში მოემსახურება, რის შემდეგაც სლოვენიაში გაემგზავრება და პლეი-ოფის მატჩებზე იმუშავებს.
რატიშვილს 2019 წლის ქალთა ევრობასკეტზე ლატვიასა და სერბეთშიც უმუშავია, სადაც ჯგუფური ეტაპის თამაშებთან ერთად ნახევარფინალს (ესპანეთი – სერბეთი) და მე-3 ადგილისთვის მატჩს (სერბეთი – დიდი ბრიტანეთი) მოემსახურა. სიტყვა წარსულ თამაშებზე ჩამოვარდა და გადავხედოთ რატიშვილის კომისრის (ასევე,
ტექნიკური დელეგატის) კარიერას, რომლის განმავლობაშიც საკმაოდ ბევრი – 343 მატჩი დაგროვდა.
მერაბ რატიშვილი თავისი 14-წლიანი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში მოემსახურა მსოფლიოს 2019 და 2023 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის 13 მატჩს, ხოლო 2021 წლის ევრობასკეტის 4 საკვალიფიკაციო შეხვედრას. ცხადია, მისი კარიერული მატჩების უმეტესობა საკლუბო ტურნირებზე მოდის, რომლებშიც ფიბას მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირის მატჩები ფიგურირებს.
რატიშვილი საკუთარ გამოცდილებას, ცხადია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსაც ახმარს და საერთაშორისო მატჩებისგან თავისუფალ დროს სუპერლიგისა და “ა” ლიგის შეხვედრებზე მუშაობს. სწორედ ის მოემსახურა 2 დღის წინ დასრულებულ სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას.

GBF.GE