მოგეხსენებათ, სუპერლიგისა და A ლიგის გუნდები სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას იღებენ, რაც გუნდებს სწორი მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში ახალ სიმაღლეებზე ასვლაში ეხმარება. სტუდენტური ლიგიდან A ლიგაში გადასვლისა და დაფუძნების კარგი მაგალითია გთუნი, რომელსაც ბოლო 2
ამჯერად A ლიგის საგზურისთვის ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები იბრძვიან. ორივე გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში 6-დან 5 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც სტუ-მ მეოთხედფინალიდან სეუ, ხოლო ნახევარფინალიდან აგრარული უნივერსიტეტი გააგდო. რაც შეეხება სამედიცინოს, მედიკოსებმა პლეი ოფში ჯერ აწსუ-ს, შემდეგ კი სპორტუნის აჯობეს.
ნახევარფინალურ სერიაში ორივე გუნდმა საკმაო ნერვიულობა გადაიტანა, რადგან სერიის პირველი მატჩები თსსუ-მაც წააგო და სტუ-მაც. თუმცა საპასუხო მატჩები ორივე მათგანმა საკმარისი სხვაობით მოიგეს და ფინალს უწიეს. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა აგრარულთან პირველი მატჩი 14 ქულით წააგო, თუმცა ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა ტექნიკოსებმა საპასუხო მატჩში 24 ქულით იმარჯვეს. თსსუ-მ კი პირველი მატჩი 2 ქულით დათმო სპორტუნისთან, თუმცა ლაშა ელბაიძის გაწვრთნილმა მედიკოსებმა საპასუხო შეხვედრა 14 ქულით მოიგეს და ფინალში სტუ-ს შეუერთდნენ.
ფინალური სერია 2 მოგებამდეა. პირველი და მეორე მატჩი შესაბამისად 1 და 3 ივლისს გაიმართება. თანაბრობის შემთხვევაში, გადამწყვეტი შეხვედრა 5 ივლისსაა ჩანიშნული.
GBF