ჯუნიორ ნბა-ს წლევანდელი გათამაშება ყველაზე მასშტაბური იყო და მასში მთლიანობაში, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 100-ზე მეტი გუნდი და 2000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. უფრო ზუსტად, ჯუნიორ ნბა-ს გათამაშება გრძელდება – B და C ლიგების გამარჯვებულები 14 და 15 ივლისს გამოვლინდებიან.
ჯუნიორ ნბა-ს ფინალზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსული იყო ნბა-ს ელჩი
ფინალურ მატჩში ოვერტაიმი-ვინგსმა ქუთაისი 3 დაამარცხა. მესამე ადგილი ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ქუთაისი 1-ს მოუგო და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. ფინალის დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ჩემპიონატის 1-4 ადგილებზე გასულ გუნდებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
მე-4 ადგილზე გასული ქუთაისი 1 (დენვერ ნაგეტსი), მესამეადგილოსანი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი (ნიუ-იორ ნიქსი) და მეორეადგილოსანი ქუთაისი 3 (ოკლაჰომა) შესაბამისი სინჯის მედლებით, ხოლო ჩემპიონი გუნდი ვინგსი-ოვერტაიმი(ფილადელფია) NBA-ს საჩემპიონო მედლებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და NBA-ს ყოფილმა მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, კრისტოფერ ანდერსონმა დააჯილდოეს.
სეზონის საფინალო მატჩში ტრადიციულად გამოვლინდა 2023 წლის ჯუნიორ NBA-ს A ლიგის ოთხთა ფინალის 8 საუკეთესო მოთამაშე:
ქუთაისი 1 – საბა ლოსაბერიძე, სანდრო ტუღუში
ზაზა ფაჩულიას აკადემია – ანდრია ქურდიანი, გიორგი გოჩაშვილი
ქუთაისი 3 – გური ობოლაძე, მათე დახუნდარიძე
ვინგსი-ოვერტაიმი – საბა დოხნაძე, ლუკა გოცირიძე
8 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს ეროვნული ნაკრების მაისურები ეროვნული ნაკრების მოქმედმა კალათბურთელებმა: გიორგი შერმადინმა, კახაბერ ჯინჭარაძემ და დუდა სანაძემ გადასცეს.
ჯუნიორ NBA-ს A ლიგის საუკეთესო მოთამაშე, MVP გახდა ვინგსი-ოვერტაიმის მოთამაშე საბა დოხნაძე, რომელსაც სპეციალური თასი NBA-ს 2-გზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადასცა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანი სპეციალური, საჩემპიონო თასით, ჯუნიორ NBA-ს ელჩმა, სან ანტონიოში ნბა-ს ჩემპიონმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ფრანცისკო ელსონმა დააჯილდოვა!
GBF