თსუ "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თსუ-დან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ტურძილაძე იყო, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 10 ქულა ჩააგდო. ლისაბონური გუნდიდან 19 ქულა ტონი დუგლასის ანგარიშზეა, 18 კი - ტრეი დრექსელის.

"ბენფიკას" მწვრთნელმა ნორბერტ ალვესმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა დაცვაში ფანტასტიკურად ითამაშეს, მეტოქე დაბალ ტემპში მოქმედებდა, მათი ამოცანა ტემპის მომატება გახლდათ, რაც მოახერხეს და მომავალ რაუნდშიც გამარჯვების იმედი აქვთ.

თსუ-ს ასპარეზობის ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გაგრძელების უფლება აქვს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამწუხაროდ ეს არის განსხვავება საკლუბო დონეზე ძლიერ ევროპულ კლუბებთან.
0
არ მინდოდა დამეწერა საერთოდ ქართულ სპორტზე მაგრამ ვერ შევძელი ამ საზიზღარი ფაქტის იგნორირება. რა დაგიშავათ საქართველომ ასეთი? რო ასე ამასხარავებთ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას, ნუთუ ეს თქვენი სამშობლო არაა?მიგყავთ კლუბი( თუ საერთოდ ამას კლუბი ქვია)და ასე საზიზღრად თამაშობთ, თუ პაესდკა გინდათ უამრავი ტურ-ოპერატორი ოპერირებს და წადით სადმე დაისვენედ და ჩვენც დაგვასვენედ. ნუთუ არ გრცხვენიათ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ამ ვაი კლუბის სტაფს.ნუ სად გადის უსინდისობის, უსირცხვილობის ზღვარი საქართველოში, თუ საერთოდ წაიშალა?
Maximus
13:15 26-09-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული