თვაური-რატიშვილის ტანდემი თურქეთში 2 მატჩს მოემსახურება, ვართანოვი კი "ბეშიქთაში"–"სლავიას" იმსაჯებს

AutoSharing Option
სანამ ფიბას ვაჟთა ტურნირები დაიწყებოდეს, აქტიურად მიმდინარეობს ქალთა ევროპის თასი და ევროლიგა, რომლებსაც ქართველი მსაჯები და კომისარი ემსახურებიან. ფიბამ მორიგი ტურის მატჩებზე მომსახურე ბრიგადები დანიშნა, რომელთა შემადგენლობაშიც მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი მოხვდნენ.

ახალდაწყებულ სეზონში მეორედ ხდება, რომ ერთ მატჩზე 2 ჩვენებური მუშაობს. ასე იყო 20 სექტემბერს, როცა არბიტრმა კირილე თვაურმა და კომისარმა მერაბ რატიშვილმა ქალთა ევროლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი სტამბოლში იმსაჯეს, ამჯერად კი თვაური-რატიშვილი ერთბაშად 2 შეხვედრას, ისევ თურქეთში, 11 და 12 ოქტომბერს მოემსახურებიან.

რაც შეეხება მიხეილ
ვართანოვს, იგი 11 ოქტომბერს ქალთა ევროპის თასის შეხვედრას სტამბოლში, "ბეშიქთაშსა" და სლოვაკურ "სლავიას" შორის იმსაჯებს.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

11 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – სლავია (ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი)


კირილე თვაური (მსაჯი)

11 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ასველი (ვილერბანი, საფრანგეთი)

12 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ბურსა (თურქეთი)
ბურსა (თურქეთი) – უნივერსიტასი (პეჩი, უნგრეთი)


მერაბ რატიშვილი (კომისარი)

11 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ასველი (ვილერბანი, საფრანგეთი)

12 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ბურსა (თურქეთი)
ბურსა (თურქეთი) – უნივერსიტასი (პეჩი, უნგრეთი)

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული