თსუ-მ ბუნდესლიგის გუნდთან გერმანიაში ბოლომდე იბრძოლა და დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხების შემდეგ თსუ-მ ასპარეზობა ფიბა-ევროპის თასზე გაგრძელა და ბევრი არ ელოდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგის "გოტინგენს" გასვლაზე  მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა.

თსუ-მ პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო, მეორე 13:28 წააგო, დიდი შესვენების შემდეგ თბილისელებმა კარგი დაცვის ხარჯზე სხვაობის შემცირება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე 78:75 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება (86:81) მასპინძლებს დარჩათ, რომლებსაც "სპარკასენ არენაზე" 1 900 გულშემატკივარი ქომაგობდათ.

სარგებლიანობის 24-იანი კოეფიციენტით შეხვედრაში საუკეთესო თბილისელთა ამერიკელი ლეგიონერი ტაირი ბოიკინი იყო (19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი).
ალექსანდრე ფევაძემ 20 ქულა ჩააგდო, კახა ჭინჭარაძემ კი ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი).

მასპინძელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ფედორ ზუგიჩი იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეონდრე ბერნსმა 14 ქულა ჩააგდო.

თსუ 25 ოქტომბერს, მეორე ტურში, კვიპროსის "კერავნოსს" უმასპინძლებს, რომელიც "ვარეზესთან" 80:95 დამარცხდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ, თსუ! ძალიან ჭირდება ევროთასებზე მინიმუმ ერთი გუნდის რეგულარული თამაში ქართულ კალათბურთს, რათა ნაკრებმა ღირსეული შევსება მიიღოს. მოთამაშეებიც მუდმივად ფორმაში იქნებიან და მარტო ლეგიონერებზე (5-6 კაცზე) აღარ ვიქნებით ჩამოკიდებული. ამ თამაშს რაც შეეხება, ეს ის შემთხვევაა როცა წაგების მიუხედავად კმაყოფილი ვარ. თუმცა, მომდევნო ტურში კვიპროსელებთან მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს
სიმართლე
20 ოქტომბერი 2023 10:20
0
ბრავო თსუ! თურმე შესაძლებელი ყოფილა მწირი ბიუჯეტით საქართველოშიც ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპულ კლუბებთან. საღოლ, ჯიგრები ხართ.
Dato
19 ოქტომბერი 2023 14:59
1
სისტემატიურად უნდა ითამაშონ ჩვენმა კლუბებმა ევროტურნირებზე და დონე აიწევს მაგრად.
შაკო
19 ოქტომბერი 2023 14:57
0
ის თამაში 50 ქულიტ რო წააგეს გამოჩნდა რო პირველი თამაშის ნერვიულობის ბრალი იყო გუშინ მესამეში 10 ქულიტ აგებდნენ და მესამეშივე 1 ქულიტ წინ გავიდნენ 82-78ზე 3 ქულიანი ჩააგდეს ბოლო 10 წამი იყო დარჩენილი და თან საჯარიმოც უნდა ესროლათ და თანაბრდებოდა მარა სამწუხაროდ ააცილეს რაც წაგების მიზეზი გახდა
ნოდო
19 ოქტომბერი 2023 10:00
2
ნერვიულობა და პლიუს ბოლომდე არ იყვნენ დაკომპლექტებული, ჩანდა რომ მოუმზადებელი გუნდი იყო, შეუთამაშებელი.
Lolo
19 ოქტომბერი 2023 14:57
0
Tkven genacvalet bichebo. Vukure tamashs da wagebis miuxedavad amaki var
Jiqo
19 ოქტომბერი 2023 05:21
2
ვაა ბიჭოო ეს რა თამაში იყოო. ყოჩაღ თსუუ
ნიკა
19 ოქტომბერი 2023 05:06
2
ვაა მართლა ბრავო თსუს! ბუნდესლიგის წამყვან გუნდს ვერ წარმომედგინა თუ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ცოტა იღბალი და დიდ სენსაციას მოახდენდნენ.
Georgian
19 ოქტომბერი 2023 05:05
2

სიახლეები პოპულარული