თსუ-მ ბუნდესლიგის გუნდთან გერმანიაში ბოლომდე იბრძოლა და დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხების შემდეგ თსუ-მ ასპარეზობა ფიბა-ევროპის თასზე გაგრძელა და ბევრი არ ელოდა, თუ გერმანიის ბუნდესლიგის "გოტინგენს" გასვლაზე  მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდა.

თსუ-მ პირველი მეოთხედი 20:12 მოიგო, მეორე 13:28 წააგო, დიდი შესვენების შემდეგ თბილისელებმა კარგი დაცვის ხარჯზე სხვაობის შემცირება დაიწყეს და მატჩის დასრულებამდე ორწუთ-ნახევრით ადრე 78:75 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება (86:81) მასპინძლებს დარჩათ, რომლებსაც "სპარკასენ არენაზე" 1 900 გულშემატკივარი ქომაგობდათ.

სარგებლიანობის 24-იანი კოეფიციენტით შეხვედრაში საუკეთესო თბილისელთა ამერიკელი ლეგიონერი ტაირი ბოიკინი იყო (19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი).
ალექსანდრე ფევაძემ 20 ქულა ჩააგდო, კახა ჭინჭარაძემ კი ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი).

მასპინძელთა რიგებში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ფედორ ზუგიჩი იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა დეონდრე ბერნსმა 14 ქულა ჩააგდო.

თსუ 25 ოქტომბერს, მეორე ტურში, კვიპროსის "კერავნოსს" უმასპინძლებს, რომელიც "ვარეზესთან" 80:95 დამარცხდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
Tkven genacvalet bichebo. Vukure tamashs da wagebis miuxedavad amaki var
Jiqo
05:21 19-10-2023
2
ის თამაში 50 ქულიტ რო წააგეს გამოჩნდა რო პირველი თამაშის ნერვიულობის ბრალი იყო გუშინ მესამეში 10 ქულიტ აგებდნენ და მესამეშივე 1 ქულიტ წინ გავიდნენ 82-78ზე 3 ქულიანი ჩააგდეს ბოლო 10 წამი იყო დარჩენილი და თან საჯარიმოც უნდა ესროლათ და თანაბრდებოდა მარა სამწუხაროდ ააცილეს რაც წაგების მიზეზი გახდა
ნოდო
10:00 19-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული