22-წლამდელთა სადებიუტო ჩემპიონატისთვის წილისყრით გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ

AutoSharing Option
ნოემბრის პირველ ნახევარში სტარტს აიღებს საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატი. აღნიშნულ ასაკში პირველობა პირველად ტარდება, რისი მიზანიც სრულწლოვანი კალათბურთელებისთვის სპორტის ამ სახეობაში დარჩენისა და დამკვიდრების დამატებითი შანსია.

შესაბამისად, 20-წლამდელთა მარჟა 22-ამდე გაიზარდა და მივიღეთ უფრო მასშტაბური ტურნირი, რომელშიც სადებიუტო სეზონში 15 გუნდი იასპარეზებს. დღეს ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელსაც სუპერლიგის დირექტორი გიორგი ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე გაუძღვნენ. მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა დოლურადან განუთესავი გუნდების დასახელებები ამოიღეს, რომლებითაც A და B ჯგუფები შეივსნენ. რაც შეეხება განთესილებს, ეს მხოლოდ რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით
მოხდა.

22-წლამდელთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 2 წრედ ითამაშებენ. A ჯგუფში 8, ხოლო B-ში 7 გუნდი იქნება. თითოეულიდან საუკეთესო 4-4 გუნდი 2 წრის თავზე პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში სერიები 2 მოგებამდე იქნება, ხოლო ფინალი ერთი გუნდის 3 გამარჯვებამდე გაგრძელდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ოვერტაიმი" "დრიმჩეისერი" "ბასკეტი" რა სახელებია? არ მგონია სხვა ქვეყანაში ვინმემ გუნდებს დაარქვას "დამატებითი დრო" ან "ოცნების მდევნელი" ან კიდევ "კალათი" კარგით რააა!!! თამაშით და პროფესიონალიზმით მიემსგავსეთ იქაურ მოთამაშეებს, ყველაფერს უკუღმა რომ აკეთებთ. ცხონებული ოტია იოსელიანის არ იყოს შოთა რუსთაველმა ამხელა შედევრი "ვეფხისტყაოსანი" დაწერა ქართულად და თქვენ რა გაგიხდათ ეს სახელები რომ არ ისესხოთ ბარბარიზმებით არ გაავსოთ ქართული ენა?
პატივი ეცით საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ენას!
18:45 27-10-2023
0
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი ტურნირი,საწინდარი ჩვენი კალათბურთის წინსვლა-წარმატებებისა!
ბრაზი
19:47 27-10-2023
0

სიახლეები პოპულარული