თსუ "ვარეზესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის თასის მესამე ტურში თსუ, რომელსაც ტრავმირებული ტაირი ბოიკინი ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ვარეზესთან“ 83:109 დამარცხდა.

მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, 5 300-იანი Itelyum-არენა ორი მესამედით გაივსო. მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე თვალსაჩინო გახდა. მათ პირველი მეოთხედი 37:16, ხოლო პირველი ტაიმი 71:33 მოიგეს, საბოლოოდ კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიდან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო, 17 ქულა ნიკოლა ვუიოვიჩმა ჩააგდო, 14-14 - გიორგი ცინცაძემ და გიორგი ტურძილაძემ, 7 - ალესანდრე ფევაძემ, 6 - რატი ანდრონიკაშვილმა, 4 - კამერონ კრენსტონმა, 2 კი -
ნიკა ჩეჩელაშვილმა.

თსუ ჯგუფში 1 მოგებით მესამე ადგილზეა და 8 ნოემბერს ლიდერ „გიოტინგენს“ უმასპინძლებს.

altთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ვარეზეს Itelium-არენაზე ივარჯიშა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
დამარცხდებოდა აბა რა იქნებოდა. 1 სამ ქულიანი ჩაააგდეს მთელ თამაშში. იტალელებმა 17 ცალი 3 ქულიანი. ნუთუ არ არსებობს საქართველოში ვინმე მწვრთნელი რომ 3 ქულიანების სროლაში ავარჯიშონ. სირცხვილი და თავის მოჭრა. ყველამ ისწავლა კალათბურთის თამაში და 3 ქულიანების სროლა. ჩვენს გარდა.
Beqa
01:39 03-11-2023
2
პირველი ტაიმი ანდრონიკაშვილის კისერზეა. მხოლოდ თავის თავზე თამაშობდა და თან არაფერი გამოსდიოდა. რატი, კალათბურთი გუნდური თამაშია ბიძია, გუნდური.
ნიკა
05:36 03-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული