3×3 ზამთრის საკალათბურთო თამაშების სერია გაიხსნა

AutoSharing Option
მცირე პაუზის შემდეგ განახლდა 3×3 საკალათბურთო აქტივობები, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტია. დღე, ვერის საკალათბურთო სასახლეში დაიწყო ზამთრის თამაშები, სახელწოდებით Wintercup2023, რომლის ქვედა ასაკობრივი ცენზი პირველ ტურნირზე 18 წელი იყო.

ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც სტანდარტულად – 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებულმა გადაინაცვლა და ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ყიფშიძე” – Lets’s go და "მუხბე" – "ალმედა".

ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Let’s go-მ ნიკა გურგენიძის, ნიკა ნინუას, ლუკა ცირეკიძის და საბა სირაძის შემადგენლობით, დაძაბულ ბრძოლაში
– 21:18 დაამარცხა “ყიფშიძე”. მეორე ნახევარფინალში "ალმედა" 12:16 დამარცხდა "მუხბესთან", რომლის ღირსებასაც დათო დადუნაშვილი, ვაკა ბიჭაშვილი და ძმები – ბექა და ირაკლი ჯანხოთელები იცავდნენ.

ფინალური მატჩი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რომელიც "მუხბეს" გამარჯვებით – 18:16 დასრულდა. ტურნირის ჩემპიონმა 700-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა – 500. პრიზიორები 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრებების მწვრთნელმა დავით გასიტაშვილმა და ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული