ქართველი მსაჯები და კომისარი ფიბა-ევროპის ქალთა პლეი-ოფის მატჩებზე

AutoSharing Option
მოახლოვდა ფიბა-ევროპის ქალთა თასის პლეი-ოფი და ქართველ მსაჯებს და კომისარს მოწვევები მოუვიდათ. სანამ მათ განრიგს გაგაცნობდეთ, 2 სიტყვით მიმოვიხილოთ, რა ტურნირზეა საუბარი. ქალთა ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც პლეი-ოფში 32 გავიდა. 1/16-ფინალის საგზურები 12 ჯგუფში 1-2 ადგილებზე გასულმა 24-მა გუნდმა და პლუს 8 საუკეთესო მესამეადგილოსანმა მიიღო.

32 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში შემდეგნაირად დაწყვილდა. საერთო მაჩვენებლით საუკეთესო გუნდი უარესს შეხვდა და ასე მიყოლებით: მე-2 31-ეს, მე-3 30-ეს
და ასე მიყოლებით. 1/16-ფინალი 2-მატჩიანია. გუნდები ჯერ ერთის მოედანზე ითამაშებენ, შემდეგ მეორისაზე და 2 მატჩის ჯამში საუკეთესო შედეგი ვისაც ექნება, 1/8-ფინალშიც ის გავა.

ქართველი მსაჯები და კომისარიც სწორედ ამ რაუნდის შეხვედრებს მოემსახურებიან. მიხაელ ვართანოვი და კირილე თვაური ერთ მატჩზე იმსაჯებენ, რომელიც ათენში გაიმართება ადგილობრივ “პანათინაიკოსსა” და პოლონურ “გდინიას” შორის. რაც შეეხება კომისარ, მერაბ რატიშვილს, ის თურქეთის ქალაქ კეპეზში დანიშნულ მატჩს – ანტალია – ტანგო ბურჟი (საფრანგეთი) – მოემსახურება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული