რატიშვილი სტამბოლში ფიბას საკლუბო ტურნირების მატჩებს მოემსახურება

AutoSharing Option
ფიბას ორგანიზებით მიმდინარე ევროტურნირებზე გადამწყვეტი მატჩების ჯერი დადგა. ქალთა ევროლიგაშიც და კაცთა ფიბა-ევროპის თასზეც პლეი-ოფში გამსვლელები უნდა დაკომპლექტდნენ. ქალთა ევროლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური იმართება, ხოლო ფიბა-ევროპის თასზე მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურია. ორივე ამ ტურნირის მატჩს ქართველი კომისარი მოემსახურება. მერაბ რატიშვილი სტამბოლში იმყოფება და დღეს ქალთა ევროლიგის მატჩზე იმუშავებს, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი "ფენერბაჰჩე" და უნგრული დვკტ დაუპირისპირდებიან.

ხვალ რატიშვილი სტამბოლშივე დანიშნულ კაცთა ფიბა-ევროპის თასის მატჩზე გადაინაცვლებს და "ბაჰჩეშეჰირისა" და პორტუგალიური "სპორტინგის" შეხვედრას უკომისრებს.

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

30 იანვარი. ქალთა
ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – დვკტ (მიშკოლცი, უნგრეთი)

31 იანვარი. ფიბა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბაჰჩეშეჰირი (სტამბოლი, თურქეთი) – სპორტინგი (ლისაბონი, პორტუგალია)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული