13-წლიანი პაუზის შემდეგ - "პანათინაიკოსი" ევროლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის ფინალში "პანათინაიკოსმა" მადრიდის "რეალი" 95:80 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული 13 წლის შემდეგ პირველად გახდა.

ბერძენთა რიგებში კოსტას სლუკასმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა. გამოცდილმა კალათბურთელმა 24 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

კენდრიკ ნანმა კი 21 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

"რეალიდან" საუკეთესო ძანან მუსა გახდა, ბოსნიელმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.

"პანათინაიკოსმა" ევროლიგის ტიტული ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

დღეს, ამ მატჩამდე, ტურნირის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ოლიმპიაკოსმა" "ფენერბაჰჩე" 87:84
დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სიტყვაზე 65-60 რომ დამთავრებულიყო, მაგ შემთხვევაში ერთი მოთამაშის მიერ ჩაგდებული 24 ქულა მართლაც სერიოზული შედეგი იქნებოდა.
მაგრამ 95-80 რო მთავრდება მატჩი და 24 ქულას თავისი სამიოდე მოხსნა-პასით 'ფენომენალურად' აფასებთ, რა პონტია ))
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული