ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა!

AutoSharing Option
27-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველოს ქათა ეროვნული ნაკრებისაერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ქალთა ნაკრები კვავ შეიქმნა და მონაწილეობას იღებს ევროპის რანგით ყველაზე დაბლა მდგომ ტურნირში – პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში.

სანამ შედეგებს გაგაცნბთ, გეტყვით, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებს ევროპის 7 ქვეყნის ნაკრები – კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (A ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა დ ალბანეთი.
შემდეგ ეტაპე 2 ნაკრები გადის, თუმცა საქართველომ საწყისი 2 მატჩი დათმო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. ჩვენი პირველი მეტოქე კვიპროსი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა პირველი ნახევარი 5
ქულით – 39:34 მოუგეს. მესამე და მეოთხე პერიოდები კვიპროსელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. მესამე კვიპროსმა 35:8 იმარჯვა, მეოთხეში ლიდერობა 10 ქულით გაიმყარა და საბოლოოდ 89:57 იმარჯვა.

მეორე ტურში საქართველოს მეტოქე მატა გახლდათ და ქართველებმა დასაწყისში ისევ იძალეს. ჭეიშვილის გუნდმა პირვეი პერიოდი 23:14 მოიგო, თუმცა ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და უკვე მეორე პერიოდში ჩამორჩა. ყველა მომდევნო მეოთხედი მალტელებმა მოიგეს და საბოლოოდ 88:68 გაიმარჯვეს.

ჯგუფური ეტაპის, ბოლო, მესამე მატჩი ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ გამართა. მასპინძლებმა, რომლებიც ადგილობრივ კედლებში თამაშობდნენ და გამოცდილი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი თამაში იოლად, 92:58 გაიმარჯვეს. ჩვენს რიგებში ეფექტურობით ანა ქავთარაძე და კესო ბარბაქაძე გამოირჩნენ. ანამ 13 ქულა და 4 მოხსნა ხოლო კესომ 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ჩემპიონატის სტრუქტური თანახმად ეროვნული ნაკრები ასპარეზობას მე-5 მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს და შემდეგ მატჩს 29 ივნისს გამართავს!

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა წავიდა კროსები, კარგი გოგოები არიან მაგრამ მეორე ნახევარში უკვე იღლებიან, ფიზიკა აკლიათ
grisha
20:53 28-06-2024
1
ეს ყველაფერი უნდა გაიაროთ გოგოებო::
evropidan
20:25 07-07-2024
0

სიახლეები პოპულარული