კირილე თვაური 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს მოემსახურება

AutoSharing Option
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს ქართველი არბიტრი მოემსახურება. მეოთხედფინალში საქართველოს მძლეველი უკრაინა საჩემპიონო მატჩში მასპინძელ რუმინეთს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრის ერთ-ერთი არბიტრი კირილე თვაური იქნება. ტურნირის ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩის მომსახურება ქართველმა არბიტრმა განვლილ შეხვედრებში სტაბილური და დამაჯერებელი მსაჯობის გამო დაიმსახურა.

ეს უკვე მეორე ფინალური მატჩია, რომელსაც მიმდინარე ზაფხულის ასაკობრივ საკონტინენტო ჩემპიონატებში ქართველი მსაჯი ემსახურება. 1 კვირის წინ მიხეილ ვართანოვი 16-წლამდელთა C დივიზიონის ფინალს მოემსახურა. ეს ყველაფერი არ არის და ქართველი მსაჯები – თვაური, ვართანოვი და მარინა შალამბერიძე – აგრძელებენ
ევროჩემპიონატების მომსახურებას. მათთან ერთად საქმეშია ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი, რომელიც 16-წლამდელთა B დივიზიონის მატჩებზე იმუშავებს.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ ტურნირებს, რომლებზეც ქართველი მსაჯები და კომისარი მიმდინარე ზაფხულში იმუშავებენ.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
26 ივლისი – 4 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)

3. ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)

კირილე თვაური (მსაჯი)

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
12-21 ივლისი; პიტეშტი (რუმინეთი)

ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელ ვაჟებში. ა დივიზიონი
27 ივლისი – 4 აგვისტო; ტამპერე (ფინეთი)

ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, ა დივიზიონი
9-17 აგვისტო; ირაკლიონი (საბერძნეთი)

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი
23-28 ივლისი; პრიშტინა (კოსოვო)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე ვაჟებში, ბ დივიზიონი
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული