საქართველოს ქალთა U18 ნაკრებმა ევროპის C დივიზიონი სომხეთის ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
წარმატებით დაიწყო საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. კონტინენტის C დივიზიონს კოსოვო მასპინძლობს, სადაც 7 ქვეყნის გუნდები საუკეთესოს გამოსავლენად იბრძვიან. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ლიკა ქაჯაია და ირინა მელქაძე წვრთნიან, პირველ მეტოქეს ბრძოლაში მოუგო. ქართველები თავდაპირველად გვარიანად აგებდნენ სომხეთთან, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს 77:68 სძლიეს.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სომხები 64:60 იგებდნენ, თუმცა დაცვის ხარჯზე ქართველებმა მეტოქეს შეტევები ჩაუშალეს და თავად იხეირეს. ბიოლო წუთებზე ძალიან საჭირო სამქულიანები ჩააგდეს სალომე სვანმა და მარიამ მუქერიამ, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, გადაწყდა მატჩის ბედი:
72:53.

სომხეთმა პირველი პერიოდი 27:15 მოიგო, თუმცა საქართველომ მოახერხა გათანაბრება. მესამე პერიოდში სომხები 9 ქულით კვლავ დაწინაურდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, მედგარი დაცვის ხარჯზე ჩვენმა გუნდმა გარდატეხა მოახდინა და გამარჯვებამდე მივიდა.

მატჩის საუკეთესო შედეგი ნიცა საბადაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 28 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა ანა გელაშვილმა და სალომე სვანმა მიითვალეს. საქართველოს ნაკრები ხვალ, 24 ივლისს, აზერბაიჯანს შეხვდება, რომელმაც დღეს ალბანეთს 72:53 სძლია.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ეს დღეც დადგა, სომხები სერიოზულად მოწადინებული არიან კალათბურთი ისწავლონ. რას აღარ გაიგებ, გადაირია მსოფლიო.
G.LA
06:43 24-07-2024
0
მადლობა ინფორმაციისათვის!
დაბეჭდვამდე დაწერილი გადაიკითხეთ ...
01:27 24-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული